суббота, 8 сентября 2012 г.
четверг, 22 декабря 2011 г.
- საახალწლო ღონისძიებაში მოსწავლეთა მონაწილეობა
- მშობელთა ჩართულობა
- მოსწავლეთა და მშობელთა მხატვრული ფანტაზიის წარმოჩენა
- აუდიტორიის წინაშე მოსწავლეთა ავტოპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება
- ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება
четверг, 15 сентября 2011 г.
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ წინსვლას და წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!
четверг, 8 сентября 2011 г.
მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა
სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადად დამატებით განისაზღვრა არაუგვიანეს 2011 წლის 12 სექტემბერი.
იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, ვერ მოახერხეს ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა, უფლება მიეცათ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ 2011 წლის 12 სექტემბრამდე.
ასევე გაცნობებთ, რომ მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, სკოლაში არსებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში.
четверг, 1 сентября 2011 г.
სასკოლო სახელმძღვანელოების მაღაზიები
სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა დაბალ ფასად შესაძლებელია შემდეგ წიგნების მაღაზიებში .
იხ. ბმული:
სასკოლო სახელმძღვანელოების გამოწერა სახლიდან გაუსვლელად
საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობა დადებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. წელს პირველად საქართველოს ფოსტა ასევე უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას. 14 სექტემბრამდე წიგნებს სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე მიიღებს.
четверг, 14 июля 2011 г.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №114/ნ
2011 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი” ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მოსწავლის გადასვლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – მობილობა).
მუხლი 2. მობილობის უფლების მქონე მოსწავლე
მობილობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე.
მუხლი 3. მობილობა
1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, ყოველი წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე.
2. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონესთან თავსებადობა.
მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობა
წინამდებარე წესის შესრულებაზე პასუხისმგებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.










