понедельник, 30 мая 2011 г.

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების განრიგი

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების განრიგი


ერთიანი ეროვნული გამოცდები
- 30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
- 4 და 5 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
- 6 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა);
- 7 ივლისი და 8 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა);
- 11 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა);
- 12 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია;
- 13 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა;
- 14 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
- 15 ივლისი (პირველი სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
- 18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
- 19 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
- 20 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
- 21 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.

საერთო სამაგისტრო გამოცდა
- 14 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
- 15 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა
- 6, 7 და 8 ივლისი - უნარები;
- 11 ივლისი - დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის;
- 11 ივლისი - ისტორია;
- 11 ივლისი - ქიმია;
- 14 ივლისი - ბიოლოგია;
- 15 ივლისი - ფიზიკა
- 15 ივლისი - სამოქალაქო განათლება;
- 18 ივლისი - ქართული ენა და ლიტერატურა;
- 18 ივლისი - გეოგრაფია;
- 19 ივლისი - მათემატიკა;
- 20 და 21 ივლისი - გერმანული, ფრანგული, ინგლისური და რუსული ენები.

воскресенье, 22 мая 2011 г.

გამოსაშვები გამოცდები იწყება.

23 მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები დაიწყება

09:00 საათზე, საქართველოს ყველა რაიონის სკოლების მოსწავლეები ერთდროულად დაიწყებენ ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე მუშაობას. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით, მოსწავლეები გამოცდებს იდენტურ ნეთბუკებთან ჩააბარებენ.

კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამისა მეშვეობით ჩატარდება.

გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ერთ–ერთი უცხოური ენა (ინგლისური, რუსული), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.


გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:

23 მაისი ქართული ენა და ლიტერატურა;
24 მაისი უცხოური ენა (ინგლისური, რუსული ენა)
25 მაისი ისტორია
27 მაისი გეოგრაფია
28 მაისი ფიზიკა
30 მაისი ქიმია
31 მაისი ბიოლოგია
1 ივნისი მათემატიკა

ყველა მოსწავლემ მიიღო მოსაწვევი, სადაც მითითებულია 8-ვე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო. მეთორმეტეკლასელები გაეცნენ გამოცდაზე ქცევის ინსტრუქციას. მოსწავლემ გამოცდაზე თან უნდა იქონიოს მხოლოდ მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და კალამი. მას უფლება აქვს თან იქონიოს პირადი ჰიგიენის ნივთები (მაგ.:ცხვირსახოცი) და წყალი პლასტმასის ბოთლით.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წარგზავნილი მეთვალყურე დააკვირდება.

пятница, 15 апреля 2011 г.

დედაენის დღე 140–ე საჯარო სკოლაში

14 აპრილს 140–ე საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდა IV2 კლასის სრული შემადგენლობა.

სცენა გემოვნებით იყო მორთული: გოგებაშვილის პორტრეტი, დიდ ტილოზე შესრულებული დედაენის ძეგლი, გაზაფხულის მახარობელი იები, ახლადაყვავებული ხეები, ლამაზი ხელწერით გამოსახული ქართული ასოები ერთიანობაში მოხდენილად გამოიყურებოდა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველ პოეტთა, მეცნიერთა, საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამები დედაენის შესახებ, ხალხური სამოსით შემოსილი ბავშვები გატაცებით ასრულებდნენ ცეკვებსა და სიმღერებს. ამგვარად მიაგეს პატივი პატარა მეოთხეკლასელებმა ღირსშესანიშნავ დღეს დედაენისას. კლასის ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ცირა კილტავა.

понедельник, 11 апреля 2011 г.

საატესტატო გამოცდების რეპეტიცია

12.04.2011წ დაიწყო საატესტატო გამოცდების რეპეტიცია .

პირველი სესია – ქართული ენა და ლიტერატურა – დასაწყისი10სთ ;

მეორე სესია – ქართული ენა და ლიტერატურა – დასაწყისი 12სთ ;

მესამე სესია – მათემატიკა – დასაწყისი 14სთ;

მეოთხე სესია – მათემატიკა – დასაწყისი 16სთ;

საატესტატო გამოცდების ტესტების გენერალური რეპეტიცია XII კლასელებისთვის

140-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები 12–დან 15 აპრილის ჩათვლით საცდელ ტესტირებას 8 საგანში გაივლის.
საცდელი გამოცდისას მოსწავლეები პორტატულ კომპიუტერებზე მუშაობენ, რომელთა მსგავსს ისინი მაისში, გამოსაშვები გამოცდებისას გამოიყენებენ. გენერალური რეპეტიცია 12 აპრილს 10 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწება, ამავე დღის მესამე და მეოთხე სესია მათემატიკის ტესტურ დავალებებზე მუშაობას დაეთმობა.
გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიზანია ადმინისტრირების მექანიზმების, პროგრამული, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტესტური დავალებების გამოცდა. გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია 15 აპრილს ფიზიკისა და ქიმიის გამოცდით დასრულდება.

четверг, 7 апреля 2011 г.

ლადო ვარძელაშვილი სტუმრად №140 საჯარო სკოლაში


საქართველოს სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი თავის მშობლიურ თბილისის №140 საჯარო სკოლას ეწვია და მესამე კლასის აღსაზრდელებს შეხვდა.

ლადო ვარძელაშვილმა პატარებს კითხვის და ზოგადად წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მათთან ერთად ლუის კეროლის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" წაიკითხა, რის შემდეგაც აღნიშნული წიგნი პატარებს საჩუქრად გადასცა.


პროექტი "წიგნის მეგობარი" ინიცირებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. მისი მიზანია ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერების და კითხვის პოპულარიაზციას.

воскресенье, 3 апреля 2011 г.

XII კლასელების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ
2-დან 9 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე შესაძლებლობა გექნებათ ნებისმიერი, ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერიდან მონაწილეობა მიიღოთ პრეტესტში, რომლის მიზანია გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა. პრეტესტი საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელთა მსგავსს მიიღებთ გამოცდაზე.

გაითვალისწინეთ: განსხვავებით საგამოცდო პროცესისგან, საცდელი რეჟიმისას მოხსნილია ე.წ. ,,გაჩერების წესი“, რათა მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ყველა ტიპის დავალებებს გაეცნონ და უპასუხონ.

თქვენ ეკრანზე დაინახავთ, სწორად უპასუხეთ თუ არა დავალებას, თუმცა, არ შეფასდებით. ასევე, პასუხის არასწორად გაცემისას ეკრანზე არ გამოჩნდება სწორი პასუხი.

გისურვებთ წარმატებას!