II -კლასის საშობაო ღონისძიება
მიზანი:
- საახალწლო ღონისძიებაში მოსწავლეთა მონაწილეობა
- მშობელთა ჩართულობა
- მოსწავლეთა და მშობელთა მხატვრული ფანტაზიის წარმოჩენა
- აუდიტორიის წინაშე მოსწავლეთა ავტოპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება
- ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება
ღონისძიებაში ჩრთული იყო კლასის ყველა მოსწავლე და მათი მშობლები.კლასში შეიქმნა საახალწლო განწყობა.წარმოჩნდა მოსწავლეთა სხვადასხვა შემოქმედებითი უნარები.ჩამოუყალიბდათ გუნდური მუშაობის ჩვევები
მიმდინარეობა:
კლასი დაყოფილი იყო 5 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს არჩეული ჰქონდა თავისი სახელი,დევიზი და ემბლემა
ღონისძიება შედგებოდა ორი ნაწილისგან
I ნაწილი წარმოადგენდა მისალმებას.ჯგუფი მუსიკალური ნომრით ესალმებოდა აუდიტორიას და აცნობდა ჯგუფის სახელს,დევიზს,ემბლემას და გუნდის კაპიტანს
II ნაწილი წარმოადგენდა საშინაო დავალებას
ჯგუფი აუდიტორიის წინაშე უნდა წარმდგარიყო დავალებით ,რომელიც სახლში მოამზადა მშობლების დახმარებით
I ჯფგუფმა "არწივები",წარმოადგინა ქართული ფოლკლორიდან მოკლე ინსცენირება
II ჯგუფმა "ალილო" წარმოადგინა საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციები.
III ჯგუფმა "ლომები" წარმოადგინა ქრისტეს შობის ინსცენირება და ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის დასაბამი
IV ჯგუფმა "მწიგნობრები" კი ინგლისური ლექსებითა და სიმღერებით მიულოცა ახალი წელი დამსწრეებს.
ჯგუფების დავალებებს დირექცია ქულებით აფასებდა .
ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილე დირექციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს სიგელებით და საჩუქრებით
ღონისძიების ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირი:
II კლასის დამრიგებელი: მ.აროშიძე