четверг, 15 сентября 2011 г.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გისურვებთ წინსვლას და წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

четверг, 8 сентября 2011 г.

მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა

2011 წლის 6 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის პირველკლასელების) ჩარიცხვას, გაცნობებთ, რომ ,,სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 06 სექტემბრის №590 ბრძანების პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად:
სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადად დამატებით განისაზღვრა არაუგვიანეს 2011 წლის 12 სექტემბერი.
იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, ვერ მოახერხეს ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა, უფლება მიეცათ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ 2011 წლის 12 სექტემბრამდე.

ასევე გაცნობებთ, რომ მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, სკოლაში არსებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში.

четверг, 1 сентября 2011 г.

სასკოლო სახელმძღვანელოების მაღაზიები

სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა დაბალ ფასად შესაძლებელია შემდეგ წიგნების მაღაზიებში .

იხ. ბმული:

http://mes.gov.ge/uploads/cignebi/tbilisi%20new.pdf

სასკოლო სახელმძღვანელოების გამოწერა სახლიდან გაუსვლელად

წელს პირველად, წიგნების დისტრიბუციის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთო. სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად გამოიწერონ სასწავლო სახელმძღვანელოები, კურიერი წიგნებს მათ სახლში მიუტანს. 
საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობა დადებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. წელს პირველად საქართველოს ფოსტა ასევე უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას. 14 სექტემბრამდე წიგნებს სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე მიიღებს.