пятница, 15 апреля 2011 г.

დედაენის დღე 140–ე საჯარო სკოლაში

14 აპრილს 140–ე საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდა IV2 კლასის სრული შემადგენლობა.

სცენა გემოვნებით იყო მორთული: გოგებაშვილის პორტრეტი, დიდ ტილოზე შესრულებული დედაენის ძეგლი, გაზაფხულის მახარობელი იები, ახლადაყვავებული ხეები, ლამაზი ხელწერით გამოსახული ქართული ასოები ერთიანობაში მოხდენილად გამოიყურებოდა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველ პოეტთა, მეცნიერთა, საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამები დედაენის შესახებ, ხალხური სამოსით შემოსილი ბავშვები გატაცებით ასრულებდნენ ცეკვებსა და სიმღერებს. ამგვარად მიაგეს პატივი პატარა მეოთხეკლასელებმა ღირსშესანიშნავ დღეს დედაენისას. კლასის ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ცირა კილტავა.

понедельник, 11 апреля 2011 г.

საატესტატო გამოცდების რეპეტიცია

12.04.2011წ დაიწყო საატესტატო გამოცდების რეპეტიცია .

პირველი სესია – ქართული ენა და ლიტერატურა – დასაწყისი10სთ ;

მეორე სესია – ქართული ენა და ლიტერატურა – დასაწყისი 12სთ ;

მესამე სესია – მათემატიკა – დასაწყისი 14სთ;

მეოთხე სესია – მათემატიკა – დასაწყისი 16სთ;

საატესტატო გამოცდების ტესტების გენერალური რეპეტიცია XII კლასელებისთვის

140-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები 12–დან 15 აპრილის ჩათვლით საცდელ ტესტირებას 8 საგანში გაივლის.
საცდელი გამოცდისას მოსწავლეები პორტატულ კომპიუტერებზე მუშაობენ, რომელთა მსგავსს ისინი მაისში, გამოსაშვები გამოცდებისას გამოიყენებენ. გენერალური რეპეტიცია 12 აპრილს 10 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწება, ამავე დღის მესამე და მეოთხე სესია მათემატიკის ტესტურ დავალებებზე მუშაობას დაეთმობა.
გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიზანია ადმინისტრირების მექანიზმების, პროგრამული, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტესტური დავალებების გამოცდა. გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია 15 აპრილს ფიზიკისა და ქიმიის გამოცდით დასრულდება.

четверг, 7 апреля 2011 г.

ლადო ვარძელაშვილი სტუმრად №140 საჯარო სკოლაში


საქართველოს სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი თავის მშობლიურ თბილისის №140 საჯარო სკოლას ეწვია და მესამე კლასის აღსაზრდელებს შეხვდა.

ლადო ვარძელაშვილმა პატარებს კითხვის და ზოგადად წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მათთან ერთად ლუის კეროლის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" წაიკითხა, რის შემდეგაც აღნიშნული წიგნი პატარებს საჩუქრად გადასცა.


პროექტი "წიგნის მეგობარი" ინიცირებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. მისი მიზანია ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერების და კითხვის პოპულარიაზციას.

воскресенье, 3 апреля 2011 г.

XII კლასელების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ
2-დან 9 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე შესაძლებლობა გექნებათ ნებისმიერი, ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერიდან მონაწილეობა მიიღოთ პრეტესტში, რომლის მიზანია გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა. პრეტესტი საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელთა მსგავსს მიიღებთ გამოცდაზე.

გაითვალისწინეთ: განსხვავებით საგამოცდო პროცესისგან, საცდელი რეჟიმისას მოხსნილია ე.წ. ,,გაჩერების წესი“, რათა მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ყველა ტიპის დავალებებს გაეცნონ და უპასუხონ.

თქვენ ეკრანზე დაინახავთ, სწორად უპასუხეთ თუ არა დავალებას, თუმცა, არ შეფასდებით. ასევე, პასუხის არასწორად გაცემისას ეკრანზე არ გამოჩნდება სწორი პასუხი.

გისურვებთ წარმატებას!