среда, 23 февраля 2011 г.
სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი დადგინდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წლის 1 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა.
2011 წლიდან სრულიად იცვლება სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი, პროცესი გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. პირველად საქართველოში, ყველა სკოლისთვის პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა, არ მოხდება მშობლის განაცხადის მიღება დადგენილ ვადამდე ან ვადის გასვლის შემდეგ.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია იწარმოებს იმ პირველკლასელთათვის ვისი მშობლებიც ასწავლიან ან ვისი დედმამიშვილიც უკვე სწავლობს აღნიშნულ სკოლაში. ყველა სხვა პირველკლასელისთვის რეგისტრაცია 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იწარმოებს.
იმისთვის, რომ ბავშვმა 15 სექტემბერს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღოს, აუცილებელია მშობელმა დროულად მიაკითხოს შერჩეულ საჯარო სკოლას და დარეგისტრირდეს არა უგვიანეს 15 მაისისა.
понедельник, 21 февраля 2011 г.
ოლიმპიადის III ტური
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურში გავიდნენ
რუსულ ენასა და ლიტერატურაში
ვიქტორია ბაღდაძე – IX კლასი;
ქიმიაში
თამარ ტურიაშვილი – XI კლასი.
ვულოცავთ.
вторник, 8 февраля 2011 г.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები
ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასის და საგნის რეიტინგული სიის პირველ ასეულში (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეასე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას).
წარმოდგენილი შედეგები შესაძლებელია აპელაციის შემდეგ შეიცვალოს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის აპელაცია
ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 8 და 9 თებერვალს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი სახით ან ფაქსის მეშვეობით (ფაქსის გამოგზავნის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილემ ფოსტის მეშვეობით სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა გამოაგზავნოს წერილის დედანი). ოლიმპიადის მონაწლეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის მონაწილეს შეიძლება მოემატოს ან დააკლდეს შეფასება ან ნაშრომის ქულა დარჩეს უცვლელი.
თბილისი0102
ივ.ჯავახიშვილისქ.60
ტელ:(99532)206232 ფაქსი:(99532)439403
შედეგები
ქართული ენა და ლიტერატურა (მაქსიმალური ქულა 30)
ტურიაშვილი თამარ XI კლასი 21 ქულა
დემეტრაშვილი მარიამ X კლასი 19 ქულა
რუსული ენა და ლიტერატურა (მაქსიმალური ქულა 70)
ბაღდაძე ვიქტორია IX კლასი 62 ქულა
ბადალოვა ანა IX კლასი 48 ქულა
დევსურაშვილი ვიტალი IX კლასი 45 ქულა
მარსაგიშვილი ბერდია IX კლასი 55 ქულა
ჩარგეიშვილი თინათინ X კლასი 42 ქულა
გუჯეჯიანი ლიკა X კლასი 54 ქულა
შიოშვილი სოფო X კლასი 41 ქულა
რიგიშვილი გვანცა X კლასი 35 ქულა
ზადიშვილი გვანცა X კლასი 37 ქულა
ინგლისური ენა და ლიტერატურა (მაქსიმალური ქულა 70)
მინდიაშვილი მარი X კლასი 54 ქულა
ტურიაშვილი თამარ XI კლასი 40 ქულა
დემეტრაშვილი მარიამ X კლასი 59 ქულა
დოლიძე თინათინ XI კლასი 25 ქულა
გეოგრაფია (მაქსიმალური ქულა 40)
ტურიაშვილი თამარ XI კლასი 23 ქულა
ისტორია (მაქსიმალური ქულა 50)
ტურიაშვილი დავით IX კლასი 22 ქულა
ზადიშვილი გვანცა XI კლასი 15 ქულა
ტურიაშვილი თამარ XI კლასი 17 ქულა
ბრაგვაძე თამთა XI კლასი 7 ქულა
ბიოლოგია (მაქსიმალური ქულა 45)
ტურიაშვილი თამარ XI კლასი 25 ქულა
დემეტრაშვილი მარიამ X კლასი 17 ქულა
ქიმია (მაქსიმალური ქულა 25)
ტურიაშვილი თამარ XI კლასი 14 ქულა