понедельник, 15 июня 2009 г.

ჩვენს შესახებ

     ქ. თბილისის 140-ე საჯარო სკოლა დაარსებულია 1968 წელს. წლების მანძილზე სკოლაში აღიზარდა არაერთი გამოჩენილი მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე. დღესაც სკოლის მაღალკვალიფიციური პედკოლექტივი ცდილობს აღზარდოს ინტელექტუალური და მაღალზნეობრივი თაობა. სკოლას აქვს: დაცული ტერიტორია, ცენტრალური გათბობა, გარემონტებული სანიტარული კვანძები, კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი, ფუნქციონირებს შიდასასკოლო რადიოკვანძი, ინფორმატიკის კაბინეტი აღჭურვილია თანამედროვე, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით, გაკვეთილები ტარდება ვიდეო-აუდიო მასალების გამოყენებით. ფუნქციონირებს მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები, ჭადრაკისა და კარატეს წრე. ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ გამოცდილი პედიატრი და ფსიქოლოგი. ახალი სასწავლო წლიდან სკოლა გეგმავს სააქტო დარბაზის მოწყობას, ხელოვნების წრის ჩამოყალიბებას, სკოლის აღჭურვას სათვალთვალო ვიდეოკამერებით. 

მიზნები

  • აღვზარდოთ ინტელექტუალური, კრეატიული, მაღალი ზნეობის სრულყოფილი პიროვნებები;
  • შევუქმნათ ბავშვებს შესაფერისი პირობები, რათა სკოლაშივე შეიძინონ ის უნარები, რომელიც საჭიროა თვითგანათლებისა და პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის;
  • მივცეთ მოსწავლეებს აკადემიური ცოდნა და განუვითაროთ ბავშვებს თანამედროვე სამყაროში ადაპტაციის საჭირო უნარები;
  • ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს ლოგიკური აზროვნების უნარი, რათა შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და სწორი არჩევანის გაკეთება.



სკოლის პრიორიტეტები

  • დაცული ტერიტორია;
  • მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრები;
  • პედიატრი;
  • ფსიქოლოგი;
  • კომპიუტერული კლასი ინტერნეტში ჩართული 50 კომპიუტერით;
  • გაკვეთილები ტარდება ვიდეო-აუდიო მასალების გამოყენებით;
  • გახანგრძლივებული კლასი;
  • ქორეოგრაფიული სტუდია;
  • მუსიკალური სტუდია;
  • კარატეს წრე;
  • ხელოვნების წრე;
  • შიდასასკოლო რადიოკვანძი;
  • ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი;
  • კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი გასახდელებითა და საშხაპეებით;
  • კეთილმოწყობილი სასადილო და საცხობი;
  • გარემონტებული სანიტარული კვანძები;
  • ცენტრალური გათბობა.



სამომავლო გეგმები

  • სააქტო დარბაზის მოწყობა;
  • სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნა;
  • დისციპლინის გაუმჯობესების მიზნით სკოლის აღჭურვა სათვალთვალო კამერებით.