вторник, 25 декабря 2012 г.

"ჩვენ თქვენს გვერდით ვართ"



2012 წლის 4 ნოემბერს ორგანიზაცია      " მოზარდთა სახლისა" და თბილისის 140-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ Uniclub-ის ინიციატივით შედგა  ღონისძიება - "ჩვენ თქვენს გვერდით ვართ" ამ ინიციატივის ფარგლებში ვეწვიეთ მ. იაშვილის კლინიკის ბავშვებს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის.

  გადავეცით სათამაშოები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ადმინისტრაციის დახმარებითმოხერხდა ფილმის ჩვენება.









ამ პროექტის ავტორები და შემსრულებლები არიან  Uniclub-ის წევრები: ანი სირაძე, ნათია აბაიშვილი, თაკო კოტორაშვილი, თაკო დვალი, ნია ჩაკვეტაძე და დირექტორი ქ-ნი თამთა ნაკაშიძე. დეპარტამენტის კოორდინატორი თამთა დემურიშვილი და მენეჯერი ეთია ჭიკაძე.







ახალი წლის ზღაპარი





 2012 წლის 25 დეკემბერს 140 საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა საახალწლო ღონისძიება - სპექტაკლი "ახალი წლის ზღაპარი" 


მონაწილეობას იღებდნენ შ. რუსთაველის სახ. ინსტიტუტის სტუდენტები და სკოლის 1-11 კლასის მოსწავლეები.









რეჟისორი მეგი გიორგაძე









суббота, 8 сентября 2012 г.

№140 საჯარო სკოლის  პედაგოგების ექსკურსია 
რაბათში











четверг, 22 декабря 2011 г.

II -კლასის საშობაო ღონისძიება

მიზანი:
  • საახალწლო ღონისძიებაში მოსწავლეთა მონაწილეობა 
  • მშობელთა ჩართულობა
  • მოსწავლეთა და მშობელთა მხატვრული ფანტაზიის წარმოჩენა
  • აუდიტორიის წინაშე მოსწავლეთა ავტოპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება
  • ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება
შედეგი:
ღონისძიებაში ჩრთული იყო კლასის ყველა მოსწავლე და მათი მშობლები.კლასში შეიქმნა საახალწლო განწყობა.წარმოჩნდა მოსწავლეთა სხვადასხვა შემოქმედებითი უნარები.ჩამოუყალიბდათ გუნდური მუშაობის ჩვევები

მიმდინარეობა:
 კლასი დაყოფილი იყო 5 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს არჩეული ჰქონდა თავისი სახელი,დევიზი და ემბლემა
ღონისძიება შედგებოდა ორი ნაწილისგან
I ნაწილი წარმოადგენდა მისალმებას.ჯგუფი მუსიკალური ნომრით ესალმებოდა აუდიტორიას და აცნობდა ჯგუფის სახელს,დევიზს,ემბლემას და გუნდის კაპიტანს 
II  ნაწილი წარმოადგენდა საშინაო დავალებას
ჯგუფი აუდიტორიის წინაშე უნდა წარმდგარიყო დავალებით ,რომელიც სახლში მოამზადა მშობლების დახმარებით

I   ჯფგუფმა  "არწივები",წარმოადგინა ქართული ფოლკლორიდან მოკლე ინსცენირება

II  ჯგუფმა "ალილო" წარმოადგინა საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციები.

III ჯგუფმა "ლომები" წარმოადგინა ქრისტეს შობის ინსცენირება და ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის დასაბამი

IV ჯგუფმა "მწიგნობრები" კი ინგლისური ლექსებითა და სიმღერებით მიულოცა ახალი წელი დამსწრეებს.

     ჯგუფების დავალებებს დირექცია ქულებით აფასებდა .
ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილე დირექციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს სიგელებით და საჩუქრებით



              ღონისძიების ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირი:
II  კლასის დამრიგებელი:  მ.აროშიძე





















четверг, 15 сентября 2011 г.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გისურვებთ წინსვლას და წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

четверг, 8 сентября 2011 г.

მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა

2011 წლის 6 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის პირველკლასელების) ჩარიცხვას, გაცნობებთ, რომ ,,სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 06 სექტემბრის №590 ბრძანების პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად:
სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადად დამატებით განისაზღვრა არაუგვიანეს 2011 წლის 12 სექტემბერი.
იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, ვერ მოახერხეს ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა, უფლება მიეცათ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ 2011 წლის 12 სექტემბრამდე.

ასევე გაცნობებთ, რომ მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, სკოლაში არსებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში.

четверг, 1 сентября 2011 г.

სასკოლო სახელმძღვანელოების მაღაზიები

სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა დაბალ ფასად შესაძლებელია შემდეგ წიგნების მაღაზიებში .

იხ. ბმული:

http://mes.gov.ge/uploads/cignebi/tbilisi%20new.pdf